უკან
16/3/2024

სუნთქვის უკმარისობა

რა არის სუნთქვის უკმარისობა?

       სუნთქვის უკმარისობა (ან ფილტვის უკმარისობა) არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია სახიფათოდ ქვეითდება ან ნახშირორჟანგი სახიფათოდ მაღალი კონცენტრაციით გროვდება.

 მდგომარეობები, რომლებიც ახშობს სასუნთქ გზებს, აზიანებს ფილტვის ქსოვილს, იწვევს სუნთქვაში მონაწილე კუნთების სისუსტეს, ამცირებს სუნთქვით მოძრაობას, შეიძლება იყოს სუნთქვის უკმარისობის განვითარების მიზეზი;

პაციენტს სუნთქვის უკმარისობით შესაძლოა განუვითარდეს: ძლიერი ქოშინი, კანის მოლურჯო შეფერილობა, ცნობიერების დათრგუნვა ან ძილიანობა;

მიმართავენ სისხლში ჟანგბადის ან ნახშირორჟანგის კონცენტრაციის განსაზღვრას.

სუნთქვის უკმარისობის დროს პაციენტს მიეწოდება ჟანგბადი;

ზოგჯერ პაციენტს გამომწვევი დაავადების მკურნალობამდე ესაჭიროება მართვით სუნთქვაზე გადაყვანა

მიზეზები

ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც აფერხებს სუნთქვის პროცესს ან აზიანებს ფილტვის ქსოვილს, შესაძლოა იყოს სუნთქვის უკმარისობის განვითარების მიზეზი. დარღვევები, როგორიც არის ჰიპოთირეოზი(თიროქსინის ნაკლებობა, ძილის პრობლემები და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება. შესაძლოა სუნთქვის დათრგუნვის მიზეზი გახდეს. სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ფილტვის ქსოვილის დაზიანება, ძვლების მოტეხილობა, სასუნთქი კუნთების სისუსტე – სუნთქვის უკმარისობის განვითარების წამყვანი მიზეზებია. იგი ასევე ვითარდება ფილტვებში სისხლის მიწოდების დარღვევისას, პულმონური ემბოლიზმის შემთხვევაში.

სიმპტომები
ჟანგბადის დაბალმა შემცველობამ სისხლში შესაძლოა გამოიწვიოს ქოშინი და კანის მოლურჯო შეფერილობა. ბავშვებში -  სასუნთქი გზების უცხო სხეულის (როგორიც არის მონეტა ან სათამაშო) ასპირაციით(უცხო სხეულის მოხვედრა სასუნთქ სისტემაში) გამოწვეული ობსტრუქციის დროს შესაძლოა მომენტალურად განვითარდეს მოხრჩობა და სუნთქვის გაძნელება

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დადასტურების მიზნით არტერიულ სისხლში ისაზღვრება ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის შემცველობა. გულმკერდის რენტგენოლოგია და სხვა დამატებითი კვლევები ტარდება სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი მიზეზების გამოსავლენად.

 

ამრიგად,სრულფასოვანი და დროული ვიზიტი ექიმთან ამცირებს სუნთქვის უკმარისობის შედეგად განვითარებულ მწვავე გართულებებს.



გაზიარება

უახლესი

10/20/2024

ფიზიკური თერაპია ( ფიზიო თერაპია) ბინაზე გამოძახებით

ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეული...

მეტის წაკითხვა
10/20/2024

ოკუპაციური თერაპია ბინაზე გამოძახებით

ოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის #2

ელ-ფოსტა

info@geo-medi.ge

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2023